ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად | მექვაბიშვილი კრაიოვაში გადავიდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ანზორ მექვაბიშვილი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს და „კრაიოვას“ ღირსებას დაიცავს. რამდენიმე წუთის წინ, „კრაიოვამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მექვაბიშვილის ტრანსფერი დაადასტურა.

22 წლის ფეხბურთელმა რუმინულ კლუბთან 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და იგი 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით, „დინამო თბილისმა“ მექვაბიშვილის სანაცვლოდ 750 000 ევრო მიიღო და თუ რუმინული კლუბი მას გაყიდის, მიღებული თანხის 20 პროცენტი ქართულ მხარეს უნდა გადაურიცხოს.

შეგახსენებთ, რომ ანზორ მექვაბიშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 112 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი 8 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მექვაბიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა სასამართლო პროცესი დაიწყოს | გამოძიება ოსიმენის ტრანსფერზე
შესაძლოა სასამართლო პროცესი დაიწყოს | გამოძიება ოსიმენის ტრანსფერზე