ხვიჩა კვარაცხელია, ალან შირერი, იურიენ ტიმბერი
Aa
Aa

„საკმაოდ რთული და საკამათო ეპიზოდია“ - შირერი არდანიშნულ პენალტიზე

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ალან შირერმა Amazon Prime-ის ეთერში „არსენალისა“ და პსჟ-ის მატჩში იურიენ ტიმბერისა და ხვიჩა კვარაცხელიას საკამათო ეპიზოდი განიხილა, სადაც მთავარმა მსაჯმა ქართველის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ვეტერანი ფორვარდი მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში ნიდერლანდელი მცველის მხრიდან თამაშის წესების დარღვევა შეინიშნებოდა, თუმცა რამდენად საკმარისი იყო ეს კონტაქტი პენალტის დასანიშნად, ეს მხოლოდ მსაჯის გადასაწყვეტი იყო.

      რას ამბობს შირერი:

      „ამ ეპიზოდში ტიმბერმა აშკარად შემოხვია ხელი, ამ მოქმედებით ის აშკარად რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ კვარაცხელია გაზონზე ძალიან მარტივად დაეცა. თუ იგივე ეპიზოდს ფორვარდის თვალით შევხედავ და თან ის „არსენალის“ ფეხბურთელი იქნებოდა, მაშინ ლონდონელებიც პენალტის დანიშვნას მოითხოვდნენ. თუ ამ სიტუაციაში პენალტის დანიშნავდა, გადამოწმების შემდეგ შეიძლებოდა, რომ არ გაუქმებულიყო. მაგრამ თუ არ დანიშნავდა, მაშინ ეპიზოდის წესების დარღვევად შეფასება შეიძლება საკამათო ყოფილიყო. ძაან სარისკო და რთული სიტუაცია იყო“.

      ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

      შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 7 მაისს, პარიზში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      იყო თუ არა პენალტი - როგორ აფასებენ ეპიზოდს ცნობილი მსაჯები
      იყო თუ არა პენალტი - როგორ აფასებენ ეპიზოდს ცნობილი მსაჯები