ფრანკო მასტანტუონო
Aa
Aa

მანჩესტერი მასტანტუონოს ვერ შეუთანხმდა | არგენტინელს რეალში თამაში სურს

17 წლის არგენტინელ ნახევარმცველს, ფრანკო მასტანტუონოს „რეალში“ თამაში სურს და ის მადრიდელების გადაწყვეტილებას დაელოდება. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა TyC Sports-ის ჟურნალისტი ჰერმან გარსია გროვა იტყობინება.

დიდი ხნის განმავლობაში არგენტინელი ვუნდერკინდის სახელს სწორედ „რეალს“ უკავშირებდნენ. მედია წერდა, რომ „სამეფო კლუბი“ მზადაა, „რივერ პლეიტს“ 45 მილიონი ევრო გადაუხადოს, შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბლანკოსი“ ტრანსფერით დაინტერესებული აღარაა.

მედიის ინფორმაციით, მასტანტუონოს „ბარსელონას“, „პარი სენ-ჟერმენის“, „ჩელსის“ და „ატლეტიკოს“ სკაუტებიც აკვირდებოდნენ. „მარსელის“ პრეზიდენტი პაბლო ლონგორია პირადად ჩაფრინდა არგენტინაში, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელი მის კლუბში გადასვლაში დაერწმუნებინა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო.

ამის შემდეგ არგენტინელი პლეიმექერისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაწინაურდა. „მანკუნიანელების“ წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს ორჯერ შეხვდნენ, თუმცა წითელი ეშმაკების წინადადება 40 მილიონ ევროს არ აღწევს, მასტანტუონოს კონტრაქტში კი გამოსასყიდად სწორედ ეს თანხაა მითითებული.

ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდა არგენტინელის აგენტმა ყველა დაინტერესებულ კლუბს შეატყობინა, რომ მასტანტუონო „რეალის“ გადაწყვეტილებას ელოდება და „რივერის“ დატოვებას არ ჩქარობს.

ცნობისთვის, მასტანტუონოს 18 წელი მიმდინარე წლის აგვისტოში შეუსრულდება. „რივერის“ შემადგენლობაში დებიუტი მას გასული წლის იანვარში ჰქონდა, მას შემდეგ კი „მილიონერების“ მაისურით 55 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ-ჰილალს ანჩელოტის დანიშვნა სურს | Relevo
ალ-ჰილალს ანჩელოტის დანიშვნა სურს | Relevo