კრიშტიანუ რონალდუ, კაილ უოკერი, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

უოკერი: დე ბრუინი მესისა და რონალდუს დონეზე დგას

კაილ უოკერი კევინ დე ბრუინს მესის და რონალდუს დონეზე აყენებს.

„დე ბრუინი დიდებული მოთამაშეა. ის მესისა და რონალდუს დონეზეა. ჩვენ მხოლოდ მათი ჩამოთვლა შეგვიძლია, რათა კევინის დონის შესაბამისი ფეხბურთელები დავასახელოთ.

როდესაც დე ბრუინი მოედანზე ნიუკასლის წინააღმდეგ გამოვიდა, ვგრძნობდი ბიძგს, ენერგიას და აღფრთოვანებას. ის გიბიძგებს.

კევინი ახლა საუკეთესო მდგომარეობაშია, როცა მას ბურთი აქვს. ის აკეთებს პასებს, რომლებიც სხვებისთვის არც კი ჩანს“,

- განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მცველმა.

შეგახსენებთ, რომ უოკერიც და დე ბრუინიც FIFPro-ს წლის გუნდში მოხვდნენ.

FIFA The Best-ის გამარჯვებული კი ლეო მესი გახდა, რომელმაც კევინ დე ბრუინსა და კილიან მბაპეს აჯობა. ხვიჩა კვარაცხელია მე-10 ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიულერი: დღევანდელი ფეხბურთი ჩემთვის ზედმეტად რბილია, სიმკაცრეს მისი ხიბლი აქვს
მიულერი: დღევანდელი ფეხბურთი ჩემთვის ზედმეტად რბილია, სიმკაცრეს მისი ხიბლი აქვს