ოფიციალურად: სერიალ „ბოლო სეზონს“ მე-2 სეზონი დაუმტკიცდა
ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველი მასშტაბური სპორტული, უფრო კონკრეტულად კი საფეხბურთო პროექტი „ბოლო სეზონი“ გრძელდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სერიალს მე-2 სეზონი დაუმტკიცდა.
„ბოლო სეზონი“ „კრისტალბეთის“ მხარდაჭერითა და ინიციატივით კომპანია Film Asylum-მა გადაიღო. სერიალის მიზანი საქართველოში ყველასთვის საყვარელი სპორტის სახეობის და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ უფრო მეტად პოპულარიზაციაა.
სერიალის პირველი სეზონი 8 ეპიზოდისგან შედგებოდა. „ბოლო სეზონმა“ მაყურებლებში პოპულარობა და სიყვარული მალევე მოიპოვა, რამაც მეორე სეზონის გადაღების შანსები გაზარდა.
სერიალის მრავალრიცხოვანი მაყურებელი „ბოლო სეზონის“ მე-2 სეზონს 2024 წელს იხილავს. ჯერჯერობით გამოსვლის ზუსტი თარიღი დაზუსტებული არ არის. ამას მოგვიანებით შევიტყობთ.