კილიან მბაპე, ფლორენტინო პერესი, გუტი
Aa
Aa

გუტი: რეალი და მბაპე კომპრომისამდე მივლენ - პერესმა ეს ზიდანთან, ბექჰემთან და რონალდუსთანაც გააკეთა

გუტი დარწმუნებულია, რომ კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადავა.

„ცხადია, მბაპე და მადრიდის რეალი კომპრომისამდე მივლენ. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელიც ახლა თავისუფალია. მისი ოცნებაა რეალში წასვლაა, მადრიდის ოცნება კი მბაპემ რეალში თამაშია, ამიტომ საბოლოოდ ორივე უნდა დანებდეს.

დიახ, მბაპე არ მოვა 12 მილიონზე და რა თქმა უნდა არ მოვა ხელმოწერის 20 მილიონიანი ბონუსისთვის. ეს საკითხი მესმის, თან ძალიან ნათლად.

საქმე არ არის მხოლოდ მბაპეს მოედანზე გამოსვლაზე, საქმე ეხება ბიზნესს. ეს არის ის, რასაც ფლორენტინო პერესი მთელი ცხოვრება აკეთებს, რის გამოც ის მადრიდის რეალის საუკეთესო პრეზიდენტია.

პერესმა ეს გააკეთა ფიგუსთან, ბექჰემთან, რონალდუსთან, ზიდანთან... ახლა კი მბაპესთან გააკეთებს. სხვა გზა არ არის“,

- განაცხადა გუტიმ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მბაპეს კონტრაქტი პსჟ-სთან 30 ივნისამდეა ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიში რომ ვმუშაობდე, ამას არ დავუშვებდი“ | მოჯი ჯუღელი-ოსიმენის ამბავზე
„ნაპოლიში რომ ვმუშაობდე, ამას არ დავუშვებდი“ | მოჯი ჯუღელი-ოსიმენის ამბავზე