ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი, ლუჩიანო მოჯი
Aa
Aa

„ნაპოლიში რომ ვმუშაობდე, ამას არ დავუშვებდი“ | მოჯი ჯუღელი-ოსიმენის ამბავზე

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა და „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ მამუკა ჯუღელისა და ვიქტორ ოსიმენის ინციდენტზე ისაუბრა. მოჯიმ ინტერვიუ Calcionapoli24-ს მისცა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

„ნაპოლის ხელმძღვანელთა შორის რომ ვყოფილიყავი, ეს არ მოხდებოდა და კვარაცხელიას აგენტი ვიქტორ ოსიმენზე ცუდად ვერ ილაპარაკებდა. დიდი განსხვავებაა თუ როგორ მუშაობს ნაპოლი კრისტიანო ჯუნტოლისთან (ნაპოლის ყოფილი სპორტული დირექტორი) ერთად და მის გარეშე. ჯუნტოლი იუვენტუსში გადავიდა და ყველა ხედავთ, როგორ მუშაობდა ბიანკონერი მის მისვლამდე და როგორ მუშაობს ახლა. წარმოდგენა არ მაქვს, მაურო მელუსოს (მოქმედი სპორტული დირექტორი) რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს იმ კლუბის პოლიტიკაზე, რომლის პრეზიდენტიც აურელიო დე ლაურენტისია“.

შეგახსენებთ, რომ ჯუღელმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს, ამ განცხადებას კი ნიგერიელი ფეხბურთელის უკმაყოფილება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მოჰყვა.

საინტერესოა, რომ La Repubblica-ს დღევანდელ ნომერში აღნიშნულია, რომ ჯუღელის განცხადება განპირობებული იყო იმ უსამართლო მოპყრობით, რომელსაც დე ლაურენტისი მისი კლიენტისადმი იჩენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოულოდნელი დოპინგ-ტესტი, გერმანია და ბუდუმანია | ზივზივაძის ინტერვიუ BNN-თან
მოულოდნელი დოპინგ-ტესტი, გერმანია და ბუდუმანია | ზივზივაძის ინტერვიუ BNN-თან