ილია თოფურია, არნოლდ ალენი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„არ მომწონს, რომ ოქტაგონზე ასე სწრაფად ბრუნდება“ | არნოლდ ალენი ილია VS ვოლკზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არნოლდ ალენმა ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა. ალენი არიელ ჰელვანის გადაცემის, The Mma Hour-ის სტუმარი იყო და მის წონით დივიზიონში ჩანიშნულ ჩხუბთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„არ მომწონს, ვოლკი ოქტაგონზე ასე სწრაფად რომ ბრუნდება. ისლამ მახაჩევთან ნოკაუტით წაგებული ბრძოლიდან რამდენიმე თვეა გასული, მაგრამ ვფიქრობ, უფრო გრძელი პაუზის აღება იყო საჭირო. იმედი მაქვს, ვოლკანოვსკი ბრძოლას საუკეთესო ფორმაში შეხვდება.

ილიას რაც შეეხება, იგი კარგი მოკრივე და მოჭიდავეა და მშვენიერი ჯიუ ჯიცუ აქვს. თოფურიას მეტოქეებისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია და საინტერესო ბრძოლა გველოდება. იმედი მაქვს, ალექსის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ. არ მინდა, სულელური გადაწყვეტილების ან რამე მსგავსის გამო, მისი მემკვიდრეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“.

ცნობისთვის, თოფურიასა და ვოლკანოვსკის შორის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) ანაჰაიმში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოულოდნელი დოპინგ-ტესტი, გერმანია და ბუდუმანია | ზივზივაძის ინტერვიუ BNN-თან
მოულოდნელი დოპინგ-ტესტი, გერმანია და ბუდუმანია | ზივზივაძის ინტერვიუ BNN-თან