გიგა ჭიკაძე, ბრაის მიტჩელი, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

„იგივეს გაგიკეთებ, რაც ბრაისს გაუკეთე“ - ჭიკაძემ ემეტი ისევ გამოიწვია

UFC-ის ქვე-მსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლა, გიგა ჭიკაძემ ჯოშ ემეტი საბრძოლველად კიდევ ერთხელ გამოიწვია და განაცხადა, რომ მზადაა მას UFC 300-ზე შეხვდეს.

რას წერს „ნინძა“ X.com-ზე:

ჯოშ, შენ დაამარცხე ბიჭი, რომელიც ფერმაში ძროხებს უვლიდა და დივანზე იყო წამოწოლილი. დათანხმდი UFC-ის შეთავაზებას UFC 300-ზე, მე უკვე ვთქვი კი! იგივეს გაგიკეთებ, რაც მას გაუკეთე!

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე და ჯოშ ემეტი ერთმანეთს გასული წლის 17 დეკემბერს, UFC 296-ზე უნდა შეხვედროდნენ, თუმცა „ნინძამ“ ტრავმა მიიღო, რის გამოც ბრძოლას ჩაეხსნა, მის მაგივრად კი ჯოშ ემეტს ბრაის მიტჩელი შეხვდა, რომელსაც 38 წლის მებრძოლმა პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოუგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები