მიკელ არტეტა
Aa
Aa

100 წუთი ვდომინირებდით, იმედგაცრუებული ვარ - არტეტა ვესტ ჰემთან მარცხზე

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში „არსენალი'' შინ „ვესტ ჰემთან'' 0:2 დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა. მატჩის შემდეგ „მეთოფეების'' მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა იმედგაცრუებული იყო.

„ვესტ ჰემს’’ გამარჯვებას ვულოცავ, ჩემს ფეხბურთელებს საქებარი სიტყვები ეკუთვნით. თუ მათ მიერ შექმნილი საგოლე შანსების რაოდენობას შევხედავთ, შედეგი იმედგამაცრუებელია, თუმცა „ვესტ ჰემის’’ თამაში საჯარიმოში უკეთესი იყო.

პირველ ადგილზე ყოფნა გვსურს, ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, თამაშს ვაკონტროლებდით. „ფულემთან’’ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშის წინ კარგად უნდა მოვემზადოთ.

100 წუთი ვდომინირებდით, ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს. ახლა თავს ცუდად ვგრძნობთ, მაგრამ 72 საათში შემდეგი მატჩი გველოდება. ეს არის ფეხბურთი, გარკვეულ სივრცეებში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ’’.

„არსენალმა'' პრემიერ ლიგის ბოლო ხუთ ტურში 2 შეხვედრა მოიგო, 2 დათმო, 1 ფრედ ითამაშა. მე-20 ტურში ჩრდილოლონდონური კლუბი „ფულემს'' ესტუმრება (31 დეკემბერი, 18:00).

ამ ეტაპზე პრემიერ ლიგის ლიდერი „ლივერპულია'' 42 ქულით, მას „არსენალი'' 40 ქულით მოჰყვება, „ასტონ ვილას'' აქტივში 39 ქულაა, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ'' 37 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები