კაპელო რუსეთს ემშვიდობება
ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო უმუშევარი რჩება. 69 წლის სპეციალისტი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. გამოცემა "სპორტ ექსპრესის" ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია უახლოეს ხანებში ოფიციალურად დადასტურდება. ფაბიო კაპელო რუსეთის ეროვნულ ნაკრებს 2012 წლის 19 ივლისიდან მოყოლებული მუშაობდა და კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ ხელშეკრულება ნაადრევად გაწყდება.
კაპელოსა და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის აქამდე არაერთხელ წარმოიშვა დაპირისპირება, რაც ფინანსურ საკითხთან იყო კავშირში.
ამავე წყაროს ცნობით, კაპელოს მოსკოვის "ცსკას" დამრიგებელი ლეონიდ სლუცკი შეცვლის, რომელმაც არმიელთა გუნდს ორ-ორჯერ ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა.