ლუჩიანო მოჯი
Aa
Aa

„გუნდს ისეთი მენეჯერი სჭირდება, რომელიც თავმოყვარეობას დააბრუნებს“ - მოჯი ნაპოლის მდგომარეობაზე

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა და „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ Libero-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „ნაპოლის“ კრიზისზე ისაუბრა და „პარტენოპეის“ ფეხბურთელები გააკრიტიკა.

რას წერს მოჯი:

გასულ სეზონში დამღუპველი „ნაპოლი“ დღეს „რომასთან“ აგებს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არის. „რომასთან“ ორმა გაძევებამ მატჩის სცენარზე და საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა, თუმცა, სიმართლე ისაა, რომ მოთამაშეები, რომლებიც გასულ სეზონში „ნაპოლის“ რვაკუთხედს ქმნიდა, წელს მოწოდების სიმაღლეზე აღარ არიან. მაგალითად: ლობოტკა, რომელიც ბურთს უსასრულოდ ეხებოდა, თუმცა, თამაშში შესვლას ვერ ახერხებდა; კვარაცხელია მეტოქეს ვეღარ ცდება, ოსიმენი ისევ ისეთი დიდსულოვანია, მაგრამ თითქოს დაბნეულია. დაცვამ დიდი რეგრესი განიცადა, რადგან ნახევარდაცვა სიმკვრივის შექმნას ვეღარ ახერხებს.

ერთი სიტყვით, ნეაპოლში შუქი ჩაქრა. სკუდეტოსთვის ბრძოლიდან გამოთიშვის შემდეგ, არსებობს რისკი, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაც ვერ მიიღოს. „რომას“ წინააღმდეგ გუნდს პირველ ტაიმში 0 დარტყმა ჰქონდა, მეორე ნახევარში კი მხოლოდ ერთხელ დაარტყეს. ეს ძალიან ცოტაა გუნდისთვის, რომელსაც გასულ სეზონში საუკეთესო დაცვა, საუკეთესო შეტევა და საუკეთესო ბომბარდირი ჰყავდა. და რომ არ გამოგვრჩეს, მატჩის შემდეგ გუნდის ავტობუსმა მაცარი სტადიონზე დატოვა.

ალბათ, გუნდის გაძლიერებაზე ბევრი საუბარი იქნება. ჩემი აზრით, ამ „ნაპოლის“ მხოლოდ ქარიზმატული მენეჯერი სჭირდება, რომელმაც იცის როგორ დაუბრუნოს გუნდს თავმოყვარეობა, რაც 1 წლის წინ უხვად იყო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ვალტერ მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 29 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „მონცას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: “კვარას უნდა გაუფრთხილდნენ და ხელფასი გაუზარდონ“
Il Mattino: “კვარას უნდა გაუფრთხილდნენ და ხელფასი გაუზარდონ“