ტელეშის მაგარი გოლი, რონალდუს 1+1 | ალ-ნასრის დამაჯერებელი გამარჯვება
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ საკუთარ კედლებში „ალ-ეტიფაქს“ დაუპირისპირდა. პორტუგალიელი ფეხბურთელის გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მეტოქეს 3:1 სძლია.
მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა და ალექს ტელეშმა „ალ-ნასრი“ ბრწყინვალე დარტყმით დააწინაურა. 59-ე წუთზე, თავი მარსელო ბროზოვიჩმა გამოიჩინა, რომელსაც საგოლე გადაცემა რონალდუმ გაუკეთა, 73-ე წუთზე კი კრიშტიანუს ჯერი დადგა. საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე, ალ კუვაიბიკიმ დააფიქსირა.
რონალდუმ 2023 წელს, 51-ე გოლი გაიტანა. წლეულს, პორტუგალიელ ფეხბურთელზე მეტი ბურთი მხოლოდ ჰარი კეინსა და კილიან მბაპეს აქვთ შეგდებული, ერლინგ ჰოლანდის ანგარიშზე კი 50 გოლია. გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში, კრიშტიანუმ საუდის არაბეთის ჩემპიონატის 16 შეხვედრაში 17 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ცნობისთვის, „ალ-ნასრი“ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ „ალ-ჰილალს“ 10 ქულით ჩამორჩება, თუმცა მასზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული.