ლუის სუარესი
Aa
Aa

ოფიციალურად | ლუის სუარესი ინტერ მაიამის ფეხბურთელია

ურუგვაელი ფეხბურთელი, ლუის სუარესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს და ლიონელ მესის თანაგუნდელი კიდევ ერთხელ გახდება. „ინტერ მაიამიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ „ელ პისტოლერო“ მის რიგებს შეუერთდა.

ამერიკულ კლუბს კონტრაქტის დეტალების შესახებ არ დაუწერია, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის დასრულების შემდეგ კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნებათ. სუარესი „ინტერ მაიამიში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ცნობისთვის, 2014-20 წლებში მესი და სუარესი „ბარსელონაში'' თანაგუნდელები იყვნენ. ამავე წლებში ურუგვაელი კატალონიურ გრანდში სერხიო ბუსკეტსთან და ხორდი ალბასთან ერთად თამაშობდა. ასე რომ აღნიშნული ფეხბურთელები კვლავ თანაგუნდელები იქნებიან.

36 წლის ლუის სუარესი მიმდინარე წელს ბრაზილიურ „გრემიოში'' თამაშობდა, ყველა ტურნირის ჩათვლით 53 მატჩში 26 გოლი შეაგდო და 17 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიო: ნაპოლი კვლავ ტოპ გუნდია, როგორც გასულ სეზონში იყო
მოურინიო: ნაპოლი კვლავ ტოპ გუნდია, როგორც გასულ სეზონში იყო