ახალი პროექტი - ტურნირი რომელშიც ყველა გოლი სასჯელია
Crystalsport-ის YouTube არხზე ახალი გასართობი პროექტი დაიწყო.
ჩვენს ეპიზოდებში მოთამაშეები ერთმანეთს FC24-ში 2X2-ზე ეჯიბრებიან.
ამ ეტაპზე იუთუბერებს შორის (8 არხი) ტურნირი ტარდება, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი ლარია.
აღსანიშნავია, რომ გარდა საპრიზო ფონდისა, ჩვენს პროექტში ყველა გოლი სასჯელია.
მესამე ეპიზოდში თქვენ ნახავთ „9 თვალისა“ და „ლემონას“ დაპირისპირებას.
შეგახსენებთ ,რომ ასევე ნახევარფინალში „ბოლო სეზონი“ და „ჰამაკი“ გავიდნენ.
პირველ ეპიზოდში პირველი საფეხბურთო სერიალის მსახიობებმა „ტეტრისის“ არხი დაამარცხეს.
ხოლო მეორე ეპიზოდში „ჰამაკმა“ „უბანზეს“ აჯობა.
შეგახსენებთ,რომ მეოთხე ეპიზოდში Crystalsport-ის გუნდი მილოვას არხს შეხვდება და ტურნირის ნახევარფინალისტები საბოლოოდ დაკომპლექტდება.