კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

რონალდუ: “ვნანობ, რომ ალ ნასრიში აქამდე არ გადმოვედი“

კრიშტიანუ რონალდუ „ალ ნასრის“ დიდებულად მოერგო და არაბულ კლუბს ჩემპიონობისკენ მიუძღვება. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა არაბულ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

რა თქვა რონალდუმ?

„ძალიან ვწუხვარ და ვნანობ, რომ „ალ ნასრიში“ უფრო ადრე არ გადმოვედი. მიუხედავად ამისა, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და ამ კლუბისთვის ორჯერ იმაზე მეტს გავაკეთებ, ვიდრე ევროპაში ვაკეთებდი.“

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი პორტუგალიელი არაბულ გუნდს იდეალურად მოერგო. დღემდე, კრიშტიანუმ „ალ ნასრის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 41-ჯერ მოირგო, 34 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება „ალ ნასრის“, საუდის არაბეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ალ ჰილალს“ 7 ქულით ჩამორჩება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდოდა, მისთვის შემეფურთხებინა“ | ანკარაგიუჯუს პრეზიდენტის განცხადება
„მინდოდა, მისთვის შემეფურთხებინა“ | ანკარაგიუჯუს პრეზიდენტის განცხადება