პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი, სერ ალექს ფერგიუსონი
Aa
Aa

გულიტი: „ანჩელოტი მეფეთა მეფეა, კარლო გუარდიოლაზე და ფერგიზე წინაა“

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რუდ გულიტმა კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა. გულიტმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იტალიელი სპეციალისტი სერ ალექს ფერგიუსონზე და პეპ გუარდიოლაზე წინ დგას.

„ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული წარმატებების გამო, ანჩელოტი უფრო დიდია, ვიდრე სერ ალექს ფერგიუსონი. კარლო უმაღლეს მწვერვალზეა და ევროპული ტურნირების მეფეა. გუარდიოლა და ფერგიუსონი ფეხბურთის ისტორიის განუყოფელი ნაწილები არიან, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე რა გააკეთა. ის მეფეთა მეფეა და სხვებზე მაგარია.

ნიუკასლს რაც შეეხება, კაჭკაჭების გამო ძალიან ვწუხვარ და პარი სენ-ჟერმენთან მატჩში, მთავარმა მსაჯმა დაუჯერებელი გადაწყვეტილება მიიღო. ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგაზე რაღაცას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ მილანთან სასურველი შედეგის დაფიქსირება გაუჭირდება“.

ცნობისთვის, კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული და წარმატებას „რეალსა“ და „მილანში“ მიაღწია. გუარდიოლამ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 3-ჯერ მოიგო, სერ ალექსმა - 2-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე-3 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგებს“ | ალჯოს პროგნოზი მერაბისა და სეხუდოს ჩხუბზე
„მე-3 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგებს“ | ალჯოს პროგნოზი მერაბისა და სეხუდოს ჩხუბზე