გოგა ბითაძე, დარიუს გარლანდი, დონოვან მიტჩელი, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

გოგას მაგარი მატჩი | 15 ქულა, დაფარებები, ჩატენვები და გამარჯვება კლივლენდთან

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. „დეტროიტ პისტონსის“ განადგურების შემდეგ, ფლორიდელები საკუთარ კედლებში „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, „მეჯიქმა“ მესამე მეოთხედი 15 ქულით, 30:15 მოიგო და გადამწყვეტ პერიოდში, „კლივლენდის“ ყველა გაქცევას სათანადოდ უპასუხა - 104:94.

გოგა ბითაძემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე 29 წუთი გაატარა. ბითაძემ 15 ქულა, 7 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება მიითვალა. გოგამ 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 3-ჯერ დაჯარიმდა.

ბითაძემ მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა და 15 ქულა მეორედ ჩააგდო. აქამდე, 15 ქულა მხოლოდ „ჩიკაგო ბულსთან“ ჰქონდა. „ორლანდოს“ რიგებში გოგაზე მეტი ქულა მხოლოდ ორმა კალათბურთელმა გააკეთა. პაოლო ბანკერომ თავი 20 ქულას, 10 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა, ფრანც ვაგნერი კი 19 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა. „კლივლენდის“ მხრიდან საუკეთესო დარიუს გარლანდი იყო - 36 ქულა, 5 ასისტი. დონოვან მიტჩელმა 22 ქულა მიითვალა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 16 მოგება და 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე პირველადგილოსანი „ბოსტონ სელტიქსია“, რომელსაც 16 დეკემბერს სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრიბუნიდან მაისურზე მოქაჩა - მიქაუტაძის დაპირისპირება გულშემატკივართან
ტრიბუნიდან მაისურზე მოქაჩა - მიქაუტაძის დაპირისპირება გულშემატკივართან