ტომას ტუხელი
Aa
Aa

„იმედი მაქვს, გუნდი სწორ რეაქციას აჩვენებს“ - ტუხელი მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩზე

12 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართება. A ჯგუფის დასკვნით ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

რა თქვა ტუხელმა:

„აინტრახტთან“ 5:1 მარცხზე: მეტოქემ შეცდომების გამო საკმაოდ დიდი შედეგით დაგვსაჯა, ეს ანგარიში ძალიან მტკივა. ეს შიდა ჩემპიონატში პირველი მარცხი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს სწორი რეაქცია ექნება. შეცდომები კარგად გავაანალიზეთ და ახლა, ფეხბურთის ამ უდიდეს ეტაპზე სწორი რეაქციის გამოვლენის შესაძლებლობა გვექნება.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შესახებ: კლუბს აქვს გარკვეული აურა, რომელიც „იუნაიტედის“ დნმ-ის ნაწილია, რითაც რთული მომენტების გადალახვა შეუძლია. მათ აქვთ როგორც აღმავლობა, ისე ვარდნა, მაგრამ ბოლო დროს ბევრი გოლი გაიტანეს. ძლიერ მომენტებში ყველა ხედავთ რასაც აკეთებენ, ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ. ამას ემატება სტადიონიც, რომელიც განსაკუთრებულ მომენტებს ქმნის. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში „ბაიერნს“ პირველი ადგილი აქვს გარანტირებული, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი 4 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და ევროასპარეზზე დასარჩენად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, თუმცა, დიდი შანსია, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ევროპა ლიგაზე გადაინაცვლოს. ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს „კოპენჰაგენი“ და „გალათასარაი“ შეხვდებიან და რომელიმეს გამარჯვების შემთხვევაში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ევროპა ლიგაზე“ გადაინაცვლებს, ფრის შემთხვევაში კი „პლეი-ოფის“ საგზურს მოიპოვებს. თუმცა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამისთვის „წითელ ეშმაკებს“ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ დაპირისპირება 12 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუნებრივია, რომ ცოტა დაბნეული და პროგნოზირებადი გახდა“ - მაცარი კვარაზე
„ბუნებრივია, რომ ცოტა დაბნეული და პროგნოზირებადი გახდა“ - მაცარი კვარაზე