სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ქოჩორაშვილის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
Aa Aa
11 დეკემბერი 2023  |  20:19

სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ქოჩორაშვილის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილს ხიხონის „სპორტინგთან“ მიღებული ტრავმის გამო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც ტრავმის სიმძიმე დადგინდა.

„ლევანტეს“ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთის ტრავმა დაზიანება აქვს და აღდგენით პროცესს რამდენიმე კვირა სჭირდება.

შესაბამისად, გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის უახლოეს მატჩს, რომელიც მისმა კლუბმა „უესკას“ წინააღმდეგ უნდა გამართოს, გამოტოვებს. „ლევანტეს“ ოფიციალურად არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენ მატჩში იუქმებს ქართველი ფეხბურთელი, თუმცა, ოფიციალურად ის უახლოეს შეხვედრაში თავის კლუბს ვერ დაეხმარება.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა 9 დეკემბერს, სპორტინგის „ხიხონის“ წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც ის მე-13 წუთზე შეცვალეს. „უესკას“ წინააღმდეგ მისი გუნდი 17 დეკემბერს ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„ქართული სახელები? იტალიურებსაც საშინლად ვიძახი“ - მაცარი ბრაგასთან მატჩამდე
„ქართული სახელები? იტალიურებსაც საშინლად ვიძახი“ - მაცარი ბრაგასთან მატჩამდე