ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ტრავმა მიიღო - ქოჩორაშვილი ხიხონთან მე-12 წუთზე შეცვალეს

ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში „ლევანტე“ „ხიხონს“ დაუპირისპირდა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც ტრავმა მიიღო(კუნთის დაზიანება) და მატჩის მე-12 წუთზე შეცვალეს.

მედიკოსები ქართველი ფეხბურთელისთვის დახმარების აღმოჩენას ადგილზე ცდილობდნენ, თუმცა „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა თამაშის გაგრძელება მაინც ვერ მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმის ტრავმასთან გვაქვს საქმე.

ესპანური მედიის ინფორმაციით, „ლევანტეში“ ეჭვობენ, რომ ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის შემდეგ ტურში „უესკას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ცნობისთვის, „ხიხონისა“ და „ლევანტეს“ მატჩი 0:0 დასრულდა. ვალენსიური კლუბი სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება გიორგის, მიმდინარე სეზონში „ლევანტეს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 15-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასტონის 5 ზუსტი ჯარიმა - შავი ლომი გლოსტერთან დამარცხდა
გასტონის 5 ზუსტი ჯარიმა - შავი ლომი გლოსტერთან დამარცხდა