ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„უარყოფით სცენარზე არ ვფიქრობ, პოზიტიურად ვარ განწყობილი“ - ტენ ჰაგი ბაიერნთან მატჩზე

12 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

რა თქვა ტენ ჰაგმა:

უარყოფით სცენარებზე არასდროს ვფიქრობ, ყოველთვის პოზიტიურად ვართ განწყობილნი. უნდა გავიმარჯვოთ, რათა ევროპულ ტურნირებზე დავრჩეთ, ეს არის მთავარი. ბოლო კვირებში ვაჩვენეთ, რომ როდესაც საუკეთესოდ ვთამაშობთ, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია.

ეს არის ჩვენი გუნდი. გვქონდა კარგი თამაშები და კარგი შედეგები. ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეგვიძლია, მაგალითად „ჩელსისთან“, „ევერტონთან“ და „გალათასარაისთან“ მატჩებს მოვიყვან. ჩვენს გუნდს მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.

იყო ეტაპები, როდესაც ძალიან კარგად ვთამაშობდით. დიდი ხნის განმავლობაში ყველა მეტოქეს ტოლ-სწორ წინააღმდეგობას ვუწევდით. რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. როდესაც „ბაიერნს“ ეთამაშები, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო. „ჩელსისაც“ საოცარი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა, მათზე დომინირება შევძელით.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. გუნდებს შორის შეხვედრა 12 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესოდან ჯონი ევანსის შემცვლელამდე - რა მოუვიდა ვარანს
ერთ-ერთი საუკეთესოდან ჯონი ევანსის შემცვლელამდე - რა მოუვიდა ვარანს