არველაძე თურქეთში ბრუნდება - კონტრაქტს ხვალ გააფორმებს
Aa Aa
11 დეკემბერი 2023  |  17:47

არველაძე თურქეთში ბრუნდება - კონტრაქტს ხვალ გააფორმებს

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქული „ქარაგიუმრიუქის’’ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე გახდება. ქართველი სპეციალისტი თურქეთში ხვალ გაემგზავრება და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

თურქეთის 20-გუნდიან სუპერლიგაში „ქარაგიუმრუქი’’ 17 ქულით მე-11 ადგილზეა. არველაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალფარსლან ერდემს შეცვლის.

შოთა არველაძე 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის სექტემბრის ბოლომდე ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰალ სიტის’’ წვრთნიდა. მას შემდეგ უმუშევარია.

გარდა ფეხბურთელობისას „ტრაბზონში'' გატარებული ბრწყინვალე სეზონებისა (1993-94, 1995-97), შოთა არველაძეს მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე თურქეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 50 წლის სპეციალისტი „ქაისერისფორს’’ (2010-12), „ქასიმფაშასა’’ (2012-15) და „ტრაბზონს’’ (2015 წლის ივლისიდან ნოემბრამდე) წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები