ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კვარა და მისი გარემოცვა ლაურენტისის ჟესტის მოლოდინში - Il Mattino ახალ კონტრაქტზე წერს

როგორც იტალიური მედია იუწყება, ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის’’ შორის შესაძლოა ახალი კონტრაქტი გაფორმდეს, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკება აქტიურ რეჟიმში არაა. Il Mattino-ს ცნობით, ამ საკითხზე მხარეებს შორის შეხვედრა დღის წესრიგში არაა:

„კვარა და მისი გარემოცვა დე ლაურენტისის ჟესტის მოლოდინში არიან. კვარასა და ლაურენტისის შეხვედრა დღის წესრიგში არაა. მიუხედავად ამისა, კვარაცხელიასა და კლუბს შორის კვლავ სიმშვიდეა, დაძაბულობა არაა. ფეხბურთელის აგენტი მამულა ჯუღელი დარწმუნებულია, რომ ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით ლაურენტისის კარზე დაკაკუნება საჭირო არაა’’.

შეგახსენებთ, გასული სეზონის მეორე ნახევარში იტალიური წყაროები აქტიურად წერდნენ, რომ მხარეები ახალ კონტრაქტს გააფორმებდნენ, თუმცა შემდეგ კლუბმა და ფეხბურთელის წარმომადგენელმა მოლაპარაკებები უარყვეს. გასულ თვეში ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით კვლავ დაიწერა. ნიკოლა შირა წერდა, რომ კონტრაქტი 2028 წლამდე გახანგრძლივდებოდა და ხვიჩას ხელფასი 1,2 მილიონიდან 4 მილიონამდე გაიზრდებოდა.

Il Mattino-ს ცნობით, დე ლაურენტისს სურს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის გუნდს ოსიმენის ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ აცნობოს. იტალიური გამოცემის თანახმად, ოსიმენის ახალი კონტრაქტი ძალაში 2027 წლამდე იქნება. ნიგერიელი წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. ამჟამად ის 4.5 მილიონს იღებს.

მსგავსი სიახლეები