კოპა ამერიკა
Aa
Aa

კოპა ამერიკა 2024: ჯგუფური ეტაპის წილისყრა მაიამიში გაიმართა

მაიამიში 2024 წლის კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 16 გუნდი იღებს.

წილისყრის შედეგად 4 ჯგუფი ასე გადანაწილდა:

A ჯგუფი: არგენტინა, პერუ, ჩილე, კანადა/ტრინიდადი

B ჯგუფი: მექსიკა, ეკვადორი, ვენესუელა, იამაიკა

C ჯგუფი: აშშ, ურუგვაი, პანამა, ბოლივია

D ჯგუფი: ბრაზილია, კოლუმბია, პარაგვაი, კოსტა რიკა/ჰონდურასი

A და D ჯგუფებში მეოთხე ნაკრების ვინაობა ფლეი-ინის რაუნდის შედეგად გაირკვევა. კანადა ტრინიდადს დაუპირისპირდება, ხოლო კოსტა რიკა ჰონდურასს.

რაც შეეხება ტურნირს, მას აშშ უმასპინძლებს. გათამაშება სტარტს 20 ივნისს აიღებს და ფინალი 14 ივლისს მაიამიში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ დღეს იქნება ევრო 2024-ის ფინალური მატჩიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდი ორ მთავარ იარაღს ღუპავს“ - ფედელე კვარაზე და ოსიმენზე
„გუნდი ორ მთავარ იარაღს ღუპავს“ - ფედელე კვარაზე და ოსიმენზე