ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„მისნაირი ფეხბურთელის ყოლა დიდი ფუფუნებაა“ | კარლსრუეს თავკაცი ბუდუზე

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ბუდუ ზივზივაძეზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. ბუდუს ბოლო 2 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი და აიხნერს ჰკითხეს, მის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას ხომ არ აპირებს.

„როცა ბუდუსნაირი ფეხბურთელი გყავს, იცი, რომ ის მეტოქეს საფრთხეს მოედანზე შესვლისთანავე შეუქმნის და ეს, როგორც მწვრთნელისთვის, ისე გუნდისთვის დიდი ფუფუნებაა. ამ მომენტისთვის, გოლებისა და ბოლო დღეებში ვარჯიშებზე ნაჩვენები თამაშის გამო, ბუდუ ახლოსაა, რომ ძვირფას ჯოკერზე მეტი იყოს. თუმცა, იგივე ეხებათ ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთ შანსს დიდი ხანია ელოდებიან. მათი მომენტი აუცილებლად დადგება“.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძემ „ნიურნბერგის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და მოედანზე გატარებულ 10 წუთში მეტოქეს ორი მაგარი გოლი გაუტანა. „ჰანზასთან“ შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა 29 წუთი ითამაშა და 81-ე წუთზე, საკუთარი გუნდი წაგებას გადაარჩინა.

ცნობისთვის, „კარლსრუეს“ 17 ქულა და 3 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბუდუს გუნდი სატურნირო ცხრილში მე-14 გახლავთ და მომდევნო შეხვედრა მეშვიდეადგილოსანი „ჰანოვერის“ წინააღმდეგ ელის. მატჩი 8 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით, 21:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საზონოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | ფროზინონეს სპორტული დირექტორი
„საზონოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | ფროზინონეს სპორტული დირექტორი