აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: „მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ სკუდეტოს ყოველ წელს მოვიგებთ“

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან კომენტარისას „ნაპოლის“ მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველ წელს იტალიის ჩემპიონატის მოგება შეუძლებელი იქნება.

რას ამბობს დე ლაურენტისი:

გპირდებით, რომ სკუდეტოს მოგების არაჩვეულებრივი გამოცდილება განმეორდება. იმის თქმა, რომ სკუდეტოს ყველ წელს მოვიგებთ, თავის მოტყუება იქნება. სკუდეტოს მოსაგებად საჭიროა პირობები, რომელიც ყოველ წელს ერთი და იგივე არ იქნება. მოთამაშეები ყოველთვის ერთნაირად ვერ გიპასუხებენ. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ როგორც კმაყოფილების, ისე იმედგაცრუების გრძნობას. ასევე, ჩემპიონატში მარტონი არ ვთამაშობთ და სხვა გუნდები ძლიერდებიან, ამასთან, საჭიროა იღბალიც, რომელიც ყოველთვის არ გექნება.

შეგახსენებთ, რომ 14 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ 24 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. ვალტერ მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 8 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე
„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე