თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„კარგი გამოცდა ბარსას დაცვისთვის“ | რას წერს AS-ი თორნიკე შენგელიაზე

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის ეგიდით, მომდევნო შეხვედრას „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს და კატალონიურ გრანდს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. ამ მატჩთან დაკავშირებით, ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა სტატია გამოაქვეყნა და იტალიელთა ქართველი მძიმე ფორვარდი შეაქო.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ვირტუს ბოლონიაში ბევრი რამ შეიცვალა. გუნდი, რომელიც სატურნირო ცხრილის ფსკერზე იყო, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. გუნდში, რომელსაც შედარებით მოკრძალებული შემადგენლობა ჰყავდა, ახლა სეზონის MVP-ის ჯილდოს ერთ-ერთი კანდიდატი თამაშობს. ვირტუს ბოლონიამ მეტამორფოზი განიცადა და ბევრად სახიფათო გუნდად ჩამოყალიბდა, რომელიც საკუთარ კედლებში ძალიან კარგად თამაშობს.

ვირტუს ბოლონიას მთავარი იარაღი თორნიკე შენგელიაა, რომელიც სეზონის MVP-ის ჯილდოს ერთ-ერთი კანდიდატია. მისი სტატისტიკა თითქმის ორჯერ უკეთესია, ვიდრე გასულ სეზონში იყო და საშუალოდ 16.7 ქულას, 5.9 მოხსნას, 4.1 შედეგიან გადაცემას, 0.8 ჩაჭრასა და 0.3 დაფარებას აგროვებს. იგი ნასროლი ორქულიანების 64.4 პროცენტს აგდებს, ხოლო პერიმეტრიდან 32.4 პროცენტით უტევს. შენგელიას წინააღმდეგ თამაში ბარსელონასთვის კარგი ტესტი იქნება, რათა გუნდის დაცვითი დონე გამოიცადოს“, - წერს AS-ი.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ 7 მოგება და 4 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილს იკავებს. „ბარსელონას“ ანგარიშზე 9 მოგება და 2 წაგებაა და მეორე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იგუაინის ძმა: “დე ლაურენტისი ხშირად არ ასრულებს სიტყვას“
იგუაინის ძმა: “დე ლაურენტისი ხშირად არ ასრულებს სიტყვას“