თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 15 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა | ვირტუს ბოლონია ბაიერნთან დამარცხდა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის ეგიდით გამართულ მე-11 შეხვედრაში დამარცხდა და „ბაიერნის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეორე ტაიმი ჩააგდო და 76:90 წააგო.

„ვირტუს ბოლონიამ“ პირველი მეოთხედი 28:20 მოიგო, მეორე პერიოდი კი 18:24 დათმო - 46:44. მესამე პერიოდში, „ბაიერნმა“ მეტოქეზე 6-ით მეტი ქულა ჩააგდო, ბოლო მეოთხედში კი ბოლონიური კლუბის მრისხანე შეტევას თამაშში დაბრუნების საშუალება არ მისცა.

თორნიკე შენგელიას 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 33 წუთი და 52 წამი გაატარა და 10-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ მარკო ბელინელიმ დააგროვა - 22.

ამრიგად, „ვირტუს ბოლონიას“ 7 მოგება და 4 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. ბოლონიელები მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში გამართავენ და 3 დეკემბერს, საკუთარ კედლებში „ტორტონას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები Goal-ის მიხედვით | ხვიჩას ნაპოლი ათეულში არაა
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები Goal-ის მიხედვით | ხვიჩას ნაპოლი ათეულში არაა