ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კანავარო
Aa
Aa

კანავარო: “ხვიჩას ტოპ მოთამაშის თვისებები აქვს“

ლეგენდარულმა იტალიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ "ნაპოლიზე" და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონს "პარტენოპეის" გაწვრთნას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ თავად ფაბიომ ყველაფერი უარყო.

რა თქვა კანავარომ?

„ნაპოლი? ძლიერი გუნდია, მაგრამ რუდი გარსიასთან ერთად ის ფეხბურთი მოკვდა, რაც გულშემატკივრებს ასე მოსწონდათ. „ნაპოლი“ მეტოქეების განადგურებას იყო მიჩვეული. მისი მოწინააღმდეგეები ორ პასს ვერ აბამდნენ ერთმანეთზე. გუნდი ახლაც ძლიერია და იმედი მაქვს, რომ მაცარი შეძლებს იმ დონეზე დააბრუნოს, რა დონეზეც გასულ სეზონში იყო.

მქონდა, თუ არა რაიმე კონტაქტი „ნაპოლისთან“? არა. ჩემთვის არავის შემოუთავაზებია სამსახური. რაც შეეხება ხვიჩას, მას ტოპ მოთამაშის თვისებები აქვს. როგორც ფეხბურთელმა გაზრდა უნდა გააგრძელოს და გაიაზროს, რომ ამისთვის 7-8 თვე საკმარისი არ არის. მწვერვალზე ასასვლელად მუდმივი პროგრესია საჭირო.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ ვარსკვლავმა ესპანეთთან მატჩის დროს ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის ზედიზედ მესამე იყო და ამის გამო ერთა ლიგის ნახევარფინალს ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ამ შეცდომას ახსნა არ აქვს“ - კობიაშვილის განმარტება
“ამ შეცდომას ახსნა არ აქვს“ - კობიაშვილის განმარტება