ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

იტალიური მედია: ოსიმენი გამოჯანმრთელდა და ატალანტასთან განაცხადში იქნება

ოქტომბრის შუა რიცხვების შემდეგ, ვიქტორ ოსიმენი მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს. ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი რამ მოხდა. მათ შორის რუდი გარსიას წასვლა და ვალტერ მაცარის დანიშვნა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი სერია ა-ს მორიგ ტურში „ატალანტას“ წინააღმდეგ განაცხადში იქნებოდა და მაცარის ამის იმედი ჰქონდა.

CalcioNapoli24-ის უკანასკნელი ინფორმაციით, ოსიმენმა დღეს გუნდთან ერთად ისევ არ ივარჯიშა და განცალკევებით სავარჯიშო დარბაზში მოღვაწეობდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ის სულ მალე ბურთთან ერთად ივარჯიშებს და განაცხადშიც მოხვდება. ეს კი „პარტენოპეის“ გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ამბავია. ამ ინფორმაციას Sky Sport-იც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ შემდეგი 4 მატჩი საკმაოდ რთული აქვს და ოსიმენის ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „პარტენოპეი“, როგორც უკვე მოგახსენეთ, სერია ა-ს მორიგ ტურში „ატალანტას“ ხვდება. ამის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“ ესტუმრება, ხოლო შემდეგი ორი შეხვედრა სერია ა-ში „ინტერთან“ და „იუვენტუსთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ექიმების დაუდევრობა - ნეიმარი პსჟ-ში ტერფის სტრესული მოტეხილობით გადავიდა
ექიმების დაუდევრობა - ნეიმარი პსჟ-ში ტერფის სტრესული მოტეხილობით გადავიდა