აბრამოვიჩი
Aa
Aa

აბრამოვიჩი "ჩელსის" სათამაშო სტილის შეცვლას გეგმავს - კონტე წავა და მის ნაცვლად...

ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს დიდ ცვლილებებს გეგმავს.

Football Italia-ს ცნობით, "არისტოკრატები" ზაფხულში ანტონიო კონტეს დაემშვიდობებიან და მის ნაცვლად "ნაპოლის" ამჟამინდელ დამრიგებელს მაურისიო სარის გადმობირებას შეეცდებიან.

58 წლის სპეციალისტის მოხიბლვას აბრამოვიჩი ფინანსური მხარით გეგმავს. "ნაპოლიში" სარის ამჟამინდელი ანაზღაურება წელიწადში 7.5 მილიონი ევროა. "ჩელსი" კი მას 12 მილიონს შესთავაზებს.

თავის მხრივ, ანტონიო კონტეს სახელს აქტიურად უკავშირებენ "მილანს", რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ვინჩენცო მონეტელას პოსტის დაკავების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება.

როგორც ჩანს, აბრამოვიჩი "ჩელსის" სათამაშო სტილის შეცვლას გეგმავს. კონტესა და სარის საფეხბურთო ფილოსოფია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

ამჟამად, "ნაპოლი" სერია A-ს პოტენციური ლიდერია. ნეაპოლელები 25 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა "ინტერისგან" (26 ქ.) განსხვავებით თავიანთი მატჩი დღეს "ჯენოას" წინააღმდეგ უნდა ჩაატარონ და მოგების შემთხვევაში პირველ პოზიციას დაიბრუნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები