კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, სტივენ ჯერარდი
Aa
Aa

ჯერ მესი, ახლა რონალდუ | საუდის არაბეთმა ჯერარდის GOAT-ი შეცვალა

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, სტივენ ჯერარდი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელებში „სტივი ჯის“ ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც მან ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა.

„GOAT-ის მოსვლა, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი იყო. ვფიქრობ, იმ მომენტში, როცა საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუ გადმოვიდა, ადგილობრივი ჩემპიონატი ძალიან პოპულარული გახდა და რონალდუს შემდეგ, აქ თამაში უფრო მეტმა ცნობილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა“.

აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ, „ლივერპულის“ ლეგენდას, რომელიც „ალ-ეტიფაქის“ მთავარი მწვრთნელია, ძველი განცხადება გაუხსენეს. დაახლოებით 1 წლის წინ, „სტივი ჯიმ“ გარი ნევილს ინტერვიუ მისცა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. მაშინ ჯერარდმა GOAT-ის სტატუსი ლიონელ მესის მიაკუთვნა, მაგრამ როგორც ჩანს, საუდის არაბეთში გადასვლამ მისი პოზიცია შეცვალა.

ცნობისთვის, ჯერარდის გუნდში, რომელიც საუდის არაბეთის ჩემპიონატში ასპარეზობს და მე-7 ადგილს იკავებს, რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი ირიცხება, რომელთა შორის მუსა დემბელე, ჯორდან ჰენდერსონი, დემარაი გრეი და ჟორჟინიო ვეინალდუმი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები