ოვერმარსს ნიდერლანდებში 2 წლით ფეხბურთში მუშაობა აუკრძალეს
მარკ ოვერმარსს სასქესო ორგანოს ფოტოს გაგზავნის გამო ნიდერლანდებში ფეხბურთში მუშაობა ერთი წლით აუკრძალეს.
„აიაქსის", „არსენალის" და „ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ამსტერდამული კლუბის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობისას ქალ კოლეგებს უხამსი შეტყობინებები გაუგზავნა.
მარკი სკანდალის შემდეგ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან ბელგიურ „ანტვერპენში“ მსგავსი პოსტი დაიკავა.
სპორტის იურისდიქციის ინსტიტუტმა (ISR) ოვერმარსს ორი წლით ნიდერლანდებში ყველა საფეხბურთო აქტივობა შეუჩერა. გამოსაცდელი ვადა ორი წელია.
გადაწყვეტილების მიღებამდე ექსპერტმა მესენჯერში 3,5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 300-ზე მეტი გვერდის შეტყობინება შეისწავლა.
„ამ შეტყობინებების დიდი უმრავლესობა აშკარად სექსუალური ხასიათისაა“, - დაასკვნა დისციპლინურმა კომიტეტმა.
მხედველობაში მიიღეს ის ფაქტიც, რომ საქმემ ფართო გახმაურება მიიღო, რის შედეგადაც თავად ოვერმარსმა ზიანი მიიღო.
აკრძალვა ამჟამად არ მოქმედებს ოვერმარსის მუშაობაზე ბელგიაში, მაგრამ ISR-მ განაცხადა, რომ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება FIFA-ს გადაეცეს.