კოტე კაპანაძე, ნინო ლოლაძე
Aa
Aa

23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში | ორი მედალი პირველ დღეს

გერმანიის ქალაქ პოტსდამში, 23-წლამდე ჯუდოკებს შორის, ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნინო ლოლაძე ვერცხლს დაეუფლა, -73-ში კი, კოტე კაპანაძემ ბრინჯაო აიღო.

ლოლაძე ტურნირში მეორე რაუნდიდან ჩაერთო და კაროლინა სიენიკას სძლია, შემდეგ კი ინა შინკარენკოს მოუგო. ნახევარფინალში, ლოლაძემ ლაურა კალინგერი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნიდერლანდელ ელინ ჰენინგერს დაუპირისპირდა. ლოლაძე ვაზარით იგებდა, მაგრამ მეტოქისგან ორი შედეგიანი ილეთი მიიღო და ვერცხლს დასჯერდა.

კოტე კაპანაძემ მარკუს ლუჰას, ლუიჯი კენტრაკიოსა და ზელემხან ბატჩაევს სძლია, ნახევარფინალში კი თურქ ეჯდერ ტოქტაისთან დამარცხდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, კაპანაძე უკრაინელ იევგენ ჰონჩარკოს დაუპირისპირდა და იპონით მოიგო.

ხვალ, საქართველოს ნაკრების ღირსებას ირაკლი დემეტრაშვილი, სალომე მაყიშვილი, ზაურ დვალაშვილი, საბა ინანეიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, ერეკლე ბაზიერიშვილი, მიხეილ ჯაფარიძე და ნინო გულბანი დაიცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა და პოლიტანო ამ როლში ვერ წარმომიდგენია“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარა და პოლიტანო ამ როლში ვერ წარმომიდგენია“ - იტალიელი ჟურნალისტი