გაბრიელ სიგუა, ბაზელი
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია - სიგუა შვეიცარიის სუპერ ლიგამ დასაჯა

შვეიცარიის სუპერ ლიგის გასულ ტურში „ბაზელმა“ „სერვეტს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. წაგება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ აღნიშნული დაპირისპირება გაბრიელ სიგუასთვის ორმაგად ცუდი აღმოჩნდა.

ბრედლი მაზიკუსთან უხეშობის გამო, ქართველი ფეხბურთელი მსაჯმა მინდვრიდან მე-18 წუთზე გააძევა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის სუპერ ლიგამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც სიგუა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ცნობისთვის, „ბაზელი“ შემდეგ ორ მატჩს „სენტ გალენისა“ და „ლოზანას“ წინააღმდეგ გამართავს. ამ მომენტისთვის, ქართველი ფეხბურთელის კლუბი ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება და გავარდნის დიდი შანსი არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე | უეფა ალ-ნასრის მიწვევას აპირებს
რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე | უეფა ალ-ნასრის მიწვევას აპირებს