ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, რუდი გარსია
Aa
Aa

„ფერარის არასწორი მძღოლი ჰყავს“ | Corriere dello Sport-ი კვარაცხელიას ნაპოლიზე

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ დაწერა. სტატიის ავტორი „პარტენოპეიში“ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუდი გარსიამ ფერარის მძღოლად ვერ ივარგა.

„5 თვე საკმარისი აღმოჩნდა, რათა რუდი გარსიას ყველაფერი დაენგრია და მისი მთავარი მწვრთნელობა რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დასრულდეს. ფრანგი სპეციალისტის წარუმატებლობას სტატისტიკა და სტადიო მარადონას ტრიბუნებიდან წამოსული სტვენაც ადასტურებს.

აურელიო დე ლაურენტისმა ფერარი არასწორ მძღოლს ჩააბარა. გარსია გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც საკუთარ თავს ღირსეულად წარმოაჩენს, მაგრამ ნეაპოლური რეალობისთვის შესაბამისი კანდიდატურა არაა. ემპოლისთან მატჩში, კვარაცხელიას სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვება ბოლო „საოცარი“ იდეა იყო იმ პერიოდში, როცა კრეატიულობა საჭირო საერთოდ არ გახლდათ.

გარსიამ იცოდა, რომ მისი სამსახური რისკის ქვეშ იყო. იგი გულშემატკივრებისა და აურელიო დე ლაურენტისის წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, რასაც აბსოლუტურად ალოგიკური სასტარტო შემადგენლობის შერჩევით უპასუხა. მან გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (კვარა) და ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველი (ჟელინსკი) ძირითადი თერთმეტეულის მიღმა დატოვა“, - წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, Il Mattino-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისი ახალ თავკაცს ეძებს და ანტონიო კონტეს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, მაგრამ მისგან თავაზიანი უარი მიიღო. ამ მომენტისთვის, მისი ნომერ პირველი სამიზნე იგორ ტუდორია და გარსიას გაშვება ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საკმარისია!“ - რა მოხდა ნაპოლისა და ემპოლის მატჩის შესვენებაზე
„საკმარისია!“ - რა მოხდა ნაპოლისა და ემპოლის მატჩის შესვენებაზე