ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სად არის კვარადონა“? | Corriere dello Sport-ი ბოლო ნომერში ხვიჩაზე წერს

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. Corriere dello Sport-ი „კვარას“ მიერ დაფიქსირებულ სტატისტიკას გამოეხმაურა და მის ბოლოდროინდელ ასპარეზობას შეეხო.

„სად არის კვარადონა? ალბათ, სიურპრიზის ეფექტი გაქრა ან იგივე მოუვიდა, რაც აქამდე სხვებს უამრავჯერ მოსვლიათ. რა თქმა უნდა, მწვრთნელის შეცვლა, ახალი ტაქტიკა და ოსიმენის არყოფნა, რომელთანაც თითქმის ერთ სისწრაფეზე დარბოდა, მნიშვნელოვანი ფაქტორებია და წინ ბევრი თვე აქვს, რათა რეაბილიტაცია მოახდინოს.

ის 77 ნომერი, რომელიც მინდორზე ცეკვავდა და მისი დამშვიდება შეუძლებელი იყო, თვალებისთვის სასიამოვნო სანახავი გახლდათ. კვარა განსაკუთრებულია და ვინ იცის, იქნებ ახალი ბალანსის პოვნა სჭირდება. ხვიჩა იტალიის სერია A-ს ამომავალი ვარსკვლავის კოსტიუმს ატარებდა, ახლა კი ახალ ფორმას ეძებს, რომელიც მისთვის კომფორტული იქნება. უამრავი დრიბლინგისა და ცოტა გოლის მქონე გარემარბის იარლიყი მას არ შეეფერება, მაგრამ მოედანზე სწორედ ამას ვხედავთ. მისი სტატისტიკის უგულებელყოფა რთულია. კვარამ მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, როცა გასული სეზონის ამ პერიოდში, უკვე 7 გოლი ჰქონდა გატანილი“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ 21 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს, „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე საშიში მებრძოლები UFC-ში | კორმიეს ტოპ 5-ში მერაბი მოხვდა
ყველაზე საშიში მებრძოლები UFC-ში | კორმიეს ტოპ 5-ში მერაბი მოხვდა