რატი ანდრონიკაშვილი, თსუ
Aa
Aa

ანდრონიკაშვილის 31 ქულა - თსუ ევრო თასზე ბოლო წამზე დამარცხდა

ფიბა-ს ევრო თასის მორიგ ტურში თსუ-მ „გოტინგენს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 85:86 დამარცხდა. ქართულ კლუბს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. სტუმრებმა მატჩის მოგება ბოლო წამებზე მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში სტუმრები დომინირებდნენ და თსუ-მ უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვა, თუმცა სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

თსუ-ს მხრიდან ყველაზე აქტიური რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც პარკეტზე 34 წუთი და 41 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 31 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, თსუ-ს 1 მოგება და 3 მარცხი აქვს. ამ მომენტისთვის, ქართული კლუბი სატურნირო ცხრილში 4 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს თსუ 11 ნოემბერს, სტუმრად „კერავნოსის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები