მანჩესტერ იუნაიტედი, ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

ბრუნო საუდის არაბეთში? მხარეებს შორის კომუნიკაცია შედგა

იტალიელი ჟურნალისტი რუდი გალეტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ საუდის არაბეთის ერთ-ერთ გუნდი, რომლის ვინაობაც ჯერ არ სახელდება, ბრუნო ფერნანდეშის გადაბირებით არის დაინტერესებული.

ამ მომენტისთვის, მხოლოდ ის ხდება ცნობილი, რომ მხარეებს შორის კომუნიკაცია შედგა, მაგრამ სხვა დეტალებზე არავინ საუბრობს.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბრუნოს მთავარი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ძნელად სავარაუდოა, რომ კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პორტუგალიელ ნახევარმცველს, მიმდინარე სეზონის დაწყების წინ კაპიტნის სამკლავური გადასცეს და ჰარი მაგუაერი ჩაანაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდეში „წითელ ეშმაკებს“ 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, მან „იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 200-ჯერ მოირგო, 67 გოლი გაიტანა და 57 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დამოკიდებულება უნდა შეცვალოს“ - პუიოლი ვინისიუსზე
“დამოკიდებულება უნდა შეცვალოს“ - პუიოლი ვინისიუსზე