ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

გუნდის მთავარი პრობლემა და გადამწყვეტი ფეხბურთელები | ჯაკერინიმ კვარა გამოარჩია

„ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელე ჯაკერინიმ „პარტენოპეიზე“ ისაუბრა. იტალიელმა შემტევმა ნახევარმცველმა „ნაპოლის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაასახელა და ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გამოარჩია.

„ჩემი აზრით, ნაპოლის მთავარი პრობლემა ისაა, რომ გუნდი დომინანტი აღარაა. გასულ სეზონში, ბურთის დაკარგვის შემდეგ, პარტენოპეისგან უსწრაფეს პრესინგს ვხედავდით, მიმდინარე სეზონში კი ნაპოლი პასიურია.

ვინ არის გადამწყვეტი ფეხბურთელი პარტენოპეისთვის? ორი მოთამაშეა, რომლებიც ამ მომენტისთვის, გუნდს მიათრევენ და აშკარაა, რომ საუბარი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე მაქვს. თუმცა, რასპადორისა და პოლიტანოს კარგი თამაშიც უნდა ვახსენოთ. ნაპოლიმ აჩვენა, რომ ძლიერი გუნდი ჰყავს და როცა მთავარი ტალანტები გადამწყვეტნი არ არიან, შეუძლია, რასპადორისა და პოლიტანოს მსგავსი ფეხბურთელების იმედი ჰქონდეს“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 10 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 4 ნოემბერს ელის და „სალერნიტანას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხმა მიეცი კვარას! - გამოავლინე სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი
ხმა მიეცი კვარას! - გამოავლინე სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი