კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2, ბოლო სეზონი
Aa
Aa

„ბოლო სეზონი“ - პირველი ქართული სპორტული დრამის პრემიერა

გუშინ, ახალი ქართული სერიალის, „ბოლო სეზონი“-ს პრემიერა გაიმართა, რომელიც ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველი მასშტაბური სპორტული, უფრო კონკრეტულად კი საფეხბურთო პროექტია.

სერიალში სიუჟეტი „მიმინო 1919“-ის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში ასპარეზობს და ჩემპიონატში ბოლო სეზონს ატარებს.

პირველ სპორტულ დრამაში ისეთი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც არიან დავით დვალიშვილი, ზაზა კოლელიშვილი, გივი ჩუგუაშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, ჯანო იზორია, დუტა სხირტლაძე, გიგა დათიაშვილი და სხვები.

„ბოლო სეზონის“ პირველ სერიას მაყურებელი 5 ნოემბერს, Cavea.plus-ზე, bolosezoni.ge-ზე და სერიალის ოფიციალურ იუთუბ-არხზე, სრულიად უფასოდ იხილავს.

„ბოლო სეზონი“ „კრისტალბეთის“ მხარდაჭერითა და ინიციატივით კომპანია „ფილმ ასულუმმა“ გადაიღო. სერიალის მიზანი საქართველოში ყველასთვის საყვარელი სპორტის სახეობის და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ უფრო მეტად პოპულარიზაციაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები