ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი: ელ კლასიკოში გამარჯვება ლა ლიგის ბედს ვერ გადაწყვეტს

ტონი კროოსი თვლის, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი ლა ლიგის ჩემპიონის ვინაობას არ განსაზღვრავს.

„გინდათ გითხრათ, რომ ამ მატჩის შედეგი გადაწყვეტს ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლის ბედს? არა. ასე არ არის. ეს მატჩი ცხრილის პოზიციისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემპიონი ერთი მატჩით ვერ გამოვლინდება.

გამარჯვებისთვის წავალთ. თუ მოვიგებთ, ბარსას 4 ქულით გავუსწრებთ. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. წაგების შემთხვევაში მათ ორი ქულით ჩამოვრჩებით, რაც ასევე არაფერს ნიშნავს.

მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენ გამარჯვება გვინდა. კლასიკო არის კლასიკო. აქ მოგება ყველას სურს“.

- თქვა კროოსმა თავის პოდკასტზე Einfach mal luppen-ზე.

მადრიდელებს „ელ კლასიკოში“ მილიტაო და კურტუა დააკლდებათ. კატალონიელებს კი დე იონგი, ლევანდოვსკი, რაფინია, პედრი და კუნდე არ ეყოლებათ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩი „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის 28 ოქტომბერს, ბარსელონაში 18:15 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახიფათო გუნდს ხვდებიან“ | კაპელო მილანისა და ნაპოლის მატჩზე
„სახიფათო გუნდს ხვდებიან“ | კაპელო მილანისა და ნაპოლის მატჩზე