UFC 296 - ცნობილია გიგა ჭიკაძის მეტოქის ვინაობა
მიუხედავად იმისა, რომ გიგა ჭიკაძემ მიმდინარე წლის აგვისტოში იაირ როდრიგესი გამოიწვია, ქართველი მებრძოლი სხვას დაუპირისპირდება.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჭიკაძე 16 დეკემბერს, UFC 296-ზე ჯოშ ემეტის წინააღმდეგ იბრძოლებს.
????ANOTHER #UFC296 BANGER????
— MMA Orbit (@mma_orbit) October 18, 2023
????Giga Chikadze will take on Josh Emmett at #UFC296 on December 16th.
[per UFC press release]#UFC296 #UFC #MMA pic.twitter.com/CuwDqF97Vd
შეგახსენებთ, რომ ამერიკელს UFC-ის ეგიდით 13 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 9-ჯერ მოიგო, ხოლო 4-ჯერ წააგო. გიგა კი დღემდე ოქტაგონზე 9-ჯერ გავიდა, საიდანაც მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
შეგახსენებთ, ჭიკაძემ უკანასკნელად UFC-ში მიმდინარე წლის აგვისტოში კასერესის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება ქართველს დარჩა.
ასევე შეგახსენებთ, ჯოშ ემეტი უკანასკნელად ილია თოფურიას დაუპირისპირდა და გამარჯვება ამ შემთხვევაშიც ქართველს დარჩა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს