რამაზ სვანაძე
Aa
Aa

„შედეგი დასანანია, რადგან მომენტები გვქონდა“ - რამაზ სვანაძე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩი შვედეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ბათუმში, ნულოვანი ფრით დასრულდა (0-0). 

რამაზ სვანაძე (მთავარი მწვრთნელი)

ეს შედეგი დასანანია, რადგან საკმაო მომენტები გვქონდა.  ვთვლი, რომ მთლიანობაში არა მხოლოდ დღეს, არამედ ნიდერლანდებთანაც, შანსები გვქონდა, გამოჩნდა, რომ მომენტების რეალიზაციაზე სამუშაო გვაქვს. ნიდერლანდებთან მატჩში გამოუცდელობამ თავისი გააკეთა. არ ვთვლი, რომ ნიდერლანდებთან, ის ანგარიში, რომელიც დაფიქსირდა, ლოგიკური იყო. როცა ნიდერლანდებს ასეთ მომენტებს შეუქმნი, უნდა გაუტანო. შეიძლება მარცხს ვიმსახურებდით, მაგრამ არა უგოლო მარცხს.

ნიდერლანდებთან ნერვიულობა გვეტყობოდა. ემოციებს სწორად ვერ ვაკონტროლებდით. რაც გვინდოდა, იმის რეალიზაცია სიჩქარეში გადაგვდიოდა. შვედეთთან, ეს ბევრად გამოსწორებულიყო იყო. შეტევას ვამზადებდით და დალაგებას ვახერხებდით.

ნიდერლანდების შემდეგ, ფეხბურთელების მენტალური მდგომარეობა კარგი არ იყო, მაგრამ ერთად გატარებული დრო წაგვადგა. ამ მატჩში მენტალური პრობლემები გამოსწორებული იყო.

შვედეთთან, მთელი თამაში პირველ ნომრად ვთამაშობდით, მეტოქეს თავს ჩვენს თამაშს ვახვევდით და მატჩის უმეტესი ნაწილი სწორედ ჩვენი კარნახით მიდიოდა.

არ გვითქვამს, მაგრამ დღეს, გიორგი კვერნაძის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მოედანზე გამოვიდა და მაქსიმალურად დაიხარჯა.

შვედეთთან, როგორც დაცვაში, ისე შეტევით ფაზაში, რაც დაგეგმილი გვქონდა, შევასრულეთ. ამ მატჩმა გვიჩვენა, რომ ახალ თაობასთან ერთად, სწორ გზაზე ვდგავართ, რადგან მატჩიდან მატჩამდე ვპროგრესირებთ. ამ წელს მხოლოდ ერთი მატჩი დაგვრჩა. რა თქმა უნდა, ამ მატჩშიც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, თუმცა 2024 წელს ბევრად ხარისხიანი გვეყოლება, რადგან ტრავმების შემდეგ, ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან.  სელექციის კუთხითაც, შესაძლოა, სიახლეები იყოს, რადგან კონკრეტულ ფეხბურთელებს ვაკვირდებით. სელექცია უწყვეტი პროცესია, ნაკრების კარი კი ყველასთვის ღიაა.

მთავარი მწვრთნელის გარდა, CrystalSport-მა ცალკე ნაკრების ფეხბურთელები: გაბრიელ სიგუა და საბა გოგლიჩიძე ჩაწერა. 

4 მატჩის შემდეგ, ჩვენი ჯგუფის ლიდერი ნიდერლანდებია, რომელსაც 12 ქულა აქვს, საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდების ანგარიშზე 7-7 ქულაა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მორიგ მატჩს 16 ნოემბერს, სტუმრად, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს, რითაც კალენდარულ წელს დაასრულებს. მორიგი მატჩები 2024 წლის მარტში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდი რეკორდზე: რა ვნახეთ ორ მატჩში | LIVE განხილვა
რეკორდი რეკორდზე: რა ვნახეთ ორ მატჩში | LIVE განხილვა