ერიკ კანტონა
Aa
Aa

მხარდაჭერა პალესტინას | კანტონას პოსტი სოციალურ ქსელში

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ერიკ კანტონამ პალესტინას მხარდაჭერა გამოუცხადა. კანტონამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„პალესტინის მოსახლეობის უფლებების დაცვა, ჰამასის მხარდაჭერას არ ნიშნავს. განცხადება „გაათავისუფლეთ პალესტინა“ არ ნიშნავს, რომ ანტისემიტი ხარ ან გინდა, რომ ყველა ებრაელი გაქრეს.

სიტყვები „გაათავისუფლეთ პალესტინა“ ნიშნავს, გათავისუფლდეს პალესტინა ისრაელის ოკუპაციისგან, რომელიც უკვე 75 წელია მათ ადამიანის უფლებებს ართმევს. სიტყვები „გაათავისუფლეთ პალესტინა“ ნიშნავს შეუჩერდეს პატიმრობა 2.3 მილიონ ადამიანს. პალესტინელები მსოფლიოს უდიდეს ციხეში იმყოფებიან, რომელიც ღია ცის ქვეშაა განთავსებული და მათი ნახევარი ბავშვები არიან.

სიტყვები „გაათავისუფლეთ პალესტინა“ ნიშნავს ისრაელის მთავრობასთან დაკავშირებული აპართეიდის დასრულებას. სიტყვები „გაათავისუფლეთ პალესტინა“ ნიშნავს, მიეცეთ პალესტინელებს თავიანთ მიწაზე ინფრასტრუქტურის კონტროლის უფლება“.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა, რის შემდეგაც ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორში საჰაერო ოპერაცია დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზის სექტორში 2 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ცუდი ამბავი ნაპოლისთვის | ოსიმენის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
ცუდი ამბავი ნაპოლისთვის | ოსიმენის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა