ლიონელ მესი, ანტონიო სანაბრია
Aa
Aa

“ამას არავის გავუკეთებდი“ - სანაბრია მესისთან ინციდენტზე

გუშინ, არგენტინის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, ლიონელ მესისა და ანტონიო სანაბრიას შორის ინციდენტი მოხდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თითქოს პარაგვაელი ფეხბურთელი არგენტინელ სუპერვარსკვლავს აფურთხებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სანაბრიამ „ინსტაგრამ“ „სთორიში“ გამოაქვეყნა ფოტო წარწერით:

„ვალდებული ვარ ამ ფაქტზე კომენტარი გავაკეთო. ამ ყველაფრით ჩემი ოჯახი დაზარალდა, რადგან მემუქრებიან იმის გამო, რაც არასდროს მომხდარა. ასეთ რამეს არცერთ ადამიანს და კოლეგას არ გავუკეთებდი. ჩემი შვილი რა მაგალითს აიღებდა ჩემგან? გირჩევთ ვიდეო კადრები უფრო კარგად ნახოთ.“

შეგახსენებთ, რომ მომხდარზე ლიონელ მესის ვრცელი კომენტარის გაკეთება და ყურადღების გამახვილება სურდა. 7 ოქროს ბურთის მფლობელმა განაცხადა, რომ თამაშის დროს ეს ფაქტი არ დაუნახავს და მას ეს ყველაფერი თანაგუნდელებმა მითხრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოდრიჩი MLS-ში? - ხორვატი სამეფო კლუბში უკმაყოფილოა
მოდრიჩი MLS-ში? - ხორვატი სამეფო კლუბში უკმაყოფილოა