რამაზ სვანაძე, ვასილიოს გორდეზიანი, ჯადული იობაშვილი
Aa
Aa

მათი გუნდში ყოფნა დამატებითი ფუფუნებაა - სვანაძე გორდეზიანსა და იობაშვილზე

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბათუმში ნიდერლანდებს მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მედიასთან ისაუბრა. ქართველი სპეციალისტი ბევრ საინტერესო თემას შეეხო, მათ შორის ვასილიოს გორდეზიანის საკითხი იყო, რომელმაც კუნთის ტრავმა მიიღო, უახლეოს სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს და შესაძლოა შემდეგი სანაკრებო ფანჯრისასაც ვერ დაეხმაროს ახალგაზრდულ ნაკრებს.

რამაზ სვანაძე: „გორდეზიანთან დაკავშირებით უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ მისი საქართველოს ნაკრებში თამაშით ძალიან ბედნიერები ვართ, სამშობლოს დაუბრუნდა. სამწუხაროდ, მას ტრავმა აწუხებს და უახლოეს შეხვედრებში ვერ დაგვეხმარება, თუმცა მარტივი ტრავმა არ აქვს, კუნთი დაუზიანდა და შესაძლოა შემდეგი სანაკრებო პაუზაც გამოტოვოს.

ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა პირველ შეკრებაზე. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს ამ ასაკში, სამუშაო მასაც ძალიან ბევრი აქვს. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენს კოლექტივში უპრობლემოდ ჩაეწერა.

ასევე უნდა ავღნიშნო ის თვისება, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა. ვგულისხმობ საგოლე ალღოს, ამ კუთხით იობაშვილი და გორდეზიანი ძალიან გამოირჩევიან. მათი ყოფნა ჩვენთვის დამატებითი ფუფუნებაა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ამას ემატება ის ყოველდღიური შრომა, რაც ყოველდღიური პროგრესისთვის აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს შემდგარ ფეხბურთელად''.

შეგახსენებთ, ჯადული იობაშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ემზადება, გორდეზიანი კი ნაკრებს ნიდერლანდებთან და შვედეთთან საშინაო მატჩებში ვერ დაეხმარება.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო-ნიდერლანდების აღნიშნული შეხვედრა 12 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები