გიორგი მიქაუტაძე, მორის სტეინი
Aa
Aa

„სტეინს სტაბილურობა უნდა, მაგრამ მიქაუტაძეს გარემარბად ათამაშებს“ - ცნობილი ანალიტიკოსი

ავტორიტეტული ნიდერლანდური გამოცემის, Voetbal International-ის ანალიტიკოსმა, სულეიმან იოზტურკმა გიორგი მიქაუტაძის „აიაქსზე“ ისაუბრა. იოზტურკმა ამსტერდამელთა მთავარი მწვრთნელი, მორის სტეინი გააკრიტიკა, „ალკმაართან“ გამართულ მატჩს გამოეხმაურა და ქართველი ფეხბურთელიც ახსენა.

„მორის სტეინმა თქვა, რომ აიაქსი არის გუნდი, რომელიც ხელახლა შენდება და ნელ-ნელა წინ მიდის. ალკმაართან მატჩამდე, ველოდებოდი, რომ აიაქსი იერიშების დაწყების ახალ გზებსა და პრესინგს გვაჩვენებდა, მაგრამ პირველი 10 წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რათა გამოჩენილიყო, რომ გუნდს არანაირი პროგრესი არ აქვს. სტივენ ბერგვაინმა და ბრაიან ბრობიმ თანაგუნდელებს პრესინგის მაგალითი უნდა მისცენ, მაგრამ ალკმაარი მათ უმარტივესად გაუმკლავდა.

ალკმაარს პრესინგი საერთოდ არ უგრძნია და 1 ან 2 პასით აიაქსის 4-5 ფეხბურთელს იშორებდა. სტეინი ამბობს, რომ სტაბილურობას ეძებს, მაგრამ ბერგვაინი, რომელიც მარცხენა გარემარბია და მიმდინარე სეზონის ყველა მატჩი ამ პოზიციაზე აქვს ჩატარებული, 10-იანზე გადაჰყავს, მიქაუტაძეს კი, რომელსაც ცენტრიდან თამაში უნდა, მარცხენა ფლანგზე ათამაშებს“.

შეგახსენებთ, რომ „ალკმაარმა“ „აიაქსი“ 2:1 დაამარცხა და ამსტერდამულმა კლუბმა ჩემპიონატის ეგიდით, ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ამ მატჩებში საერთო ჯამში 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 2 გაიტანა. „აიაქსმა“ 6 ტურში 5 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გახარებული ვარ“ - ქოჩორაშვილის კომენტარი და ეროვნული ნაკრების ვარჯიში
“გახარებული ვარ“ - ქოჩორაშვილის კომენტარი და ეროვნული ნაკრების ვარჯიში