ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

იტალიის სუპერ თასი ნაპოლის გარეშე | პარტენოპეის საუდის არაბეთში წასვლა არ უნდა

2023 წლის 13 მარტს, იტალიის სერია A-მ სუპერ თასის განახლებული, 4-გუნდიანი ფორმატი დაამტკიცა. ჩემპიონობისთვის სერია A-სა და კოპა იტალიის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები იბრძოლებენ, ტურნირს კი საუდის არაბეთი უმასპინძლებს.

სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ გახლავთ და ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, შესაძლოა, „პარტენოპეიმ“ სუპერ თასის მოახლოებულ გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი თქვას. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა გამოც, საუდის არაბეთში წასვლა არ უნდა.

ავტორიტეტული გამოცემის მიხედვით, დე ლაურენტისი თვლის, რომ იტალიის სუპერ თასი იტალიაში უნდა ტარდებოდეს და არა სხვა ქვეყანაში. მეორე მიზეზი შუა აზიაში შექმნილი მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხია, რაც ისრაელში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. დაბოლოს, რამდენიმე საათის წინ, გაირკვა, რომ სუპერ თასის ტურნირი იანვრის ბოლოს დაიწყება. „ნაპოლის“ მფლობელს მიაჩნია, რომ ეს პერიოდი ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებთან (13/14/20/21 თებერვალი) და ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, შესაძლოა, მის გუნდს გადაღლილობის გამო, პრობლემები შეექმნას, რაც დე ლაურენტისს არ უნდა.

„პარტენოპეი“ ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც სუპერ თასის ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმას განიხილავს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ფიორენტინას“, რომელიც იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ დამარცხდა, იგივე პოზიცია აქვს. საინტერესოა, რომ იტალიური ფეხბურთის მესვეურები ფიქრობენ ვარიანტზე, რომლის მიხედვითაც, არის შანსი, „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ ნაცვლად „მილანმა“ და „ატალანტამ“ ითამაშონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ“ - ილია საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს
„ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ“ - ილია საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს